საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის III კლასის მოსწავლეთა ზღაპრული თავგადასავალი 
08-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვას ექცევა უდიდესი ყურადღება, არამედ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგების ხელმძღვანელობით ისინი სხვადასხვა საინტერესო ადგილს სტუმრობენ და გასვლით აქტივობებს აწყობენ.

ამჯერად, გიმნაზიის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის III კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილის სპექტაკლს „ურჩხული და ლამაზმანი“ დაესწრნენ.

„ურჩხული და ლამაზმანი“ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და რომანტიული ზღაპარია სიყვარულზე. ეს არის ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს; ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ ჭეშმარიტ, ორმხრივ სიყვარულს შეუძლია, თუმცა განა ვინმე შეძლებს ურჩხულის შეყვარებას?!

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა.

„მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანსა და ჩიპს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. არაჩვეულებრივი მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვით დახუნძლული ულამაზესი ზღაპარი ნებისმიერი თაობის მაყურებელს მოხიბლავს - სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც, მათ და-ძმებს, მშობლებს და ბებია-ბაბუებსაც კი“, - ასე აღწერენ გიმნაზიაში ზღაპარს.

აღნიშნულ დღეს ბავშვები დადებითი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღივსნენ. 

ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203