გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
08-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მათი ჩართულობით სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება მოამზადეს. ღონისძიებაზე მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს.

მათ ასევე სკოლაში შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით ლამაზი კუთხე მოაწყვეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედობითობასა და წარმოსახვის უნარებს ავითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203