ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
08-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ -ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ნათია ცერცვაძეს, ნინო ყიფშიძეს, ლიზი ტეტუნაშვილს, ნიკა ყიფშიძეს, გიორგი ჭანკვეტაძეს, ლუკა ბერაძეს, სანდრო ყიფშიძეს, მარიამ ცერცვაძეს, თიკო ყიფშიძესა და თაკო ყიფშიძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 7 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203