ეკის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
08-11-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ავტორიზაციის სტანდარტები და ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი მოიპოვა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 2023 წლის 1-ელ ნოემბერს საბჭომ განიხილა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხი და მხარი დაუჭირა სენაკის სოფელ ეკის საჯარო სკოლის ავტორიზაციას.

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმატებით გადალახეს. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203