კიზილქილისის საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
08-11-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის შეჯიბრება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში I-დან IV კლასების ჩათვლით, მოსწავლეთა შორის ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა, რომელიც სკოლის კოორდინატორის - თ. ვოსკანიანის ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნულ შეჯიბრებაში მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, გამარჯვება კი II კლასის მოსწავლეებმა: გორ მაზარეტიანმა, დავით პალოზიანმა და სამველ ჩიდილიანმა მოიპოვეს.
გამარჯვებული მოსწავლეების კლასის დამრიგებელი ალინე სარქისიანი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.