„ის მუდამ ცდილობს იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგი“- წინარეხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ლელა ჭიპაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ
08-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.

მათ შორის არის ინგლისური ენის პედაგოგი ლელა ჭიპაშვილი, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელს ამაღლებული სტატუსით შეხვდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ლელა ჭიპაშვილი სკოლაში მივლენილია პროგრამით - „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელშიც იგი 2010 წლიდანაა ჩართული. 

პედაგოგი წინარეხის საჯარო სკოლაში მუშაობს 2018 წლიდან დღემდე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მისი პრაქტიკა ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და ინოვაციებით.

„ლელა ჭიპაშვილი მუდამ ცდილობს იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგი და ბავშვებს სთავაზობს გამორჩეულ სასკოლო აქტივობებს. მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული აქვს საინტერესო სასწავლო პროექტები, მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ზრუნავს საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. ამ მიზნით განხორციელებული აქვს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები განათლების სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, მშობლებთან თანამშრომლობს მოსწავლეთა უკეთესი შედეგებისთვის. ლელა ჭიპაშვილი ყოველთვის იცავს ეთიკურ ნორმებს თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში. იგი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს პროფესიულ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ქალბატონ ლელას წინსვლას და ვუსურვებთ მეტ წარმატებას, რაც სასიკეთოდ წაადგება როგორც სასკოლო საზოგადოებას, ასევე თემს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203