
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მათ მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, საინტერესო კვლევა და პრეზენტაცია ჩაატარეს თემაზე - „ქართული მუსიკალური საკრავები“. ბავშვებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ინფორმაციები, ფოტომასალა მოიძიეს, რომელთა დახმარებით შემდგომ პატარა წიგნი შექმნეს. მათი ნამუშევრები პედაგოგმა შეაფასა.
აქტივობაში მესამეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ გაკვეთილზე საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: