„შემოდგომის ზეიმი“ გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში
07-11-2023
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა. 

ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ მოეწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ წელიწადის ამ სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეება შემოქმედებითი შესაძლებლობებიც გამოავლინეს, მათ თემატური აპლიკაციები დაამზადეს. მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მათ მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203