
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „მრავალფეროვანი საქართველო“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში, წამყვანი მასწავლებლის ქეთევან ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. ისინი მათ ტრადიციებს და ადათ-წესებს გაეცნენ, მიღებული ცოდნა კი ერთმანეთს გაუზიარეს.
ბავშვებმა ასევე ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხის ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ღირებულებებს უკეთ აცნობს.
იხილეთ ფოტოები: