სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში, მუნიციპალურ პირველობაზე წარმატება მოიპოვეს
07-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას  მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა წარმატება მკლავჭიდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასკოლო პირველობაზე მოიპოვეს. 

შეჯიბრება 5 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი მიზანი, ბავშვთა შორის მკლავჭიდის პოპულარიზაცია და ნიჭიერი და პერსპექტიული მკლავჭიდელების გამოვლენა იყო. 

შეჯიბრის ჩატარებას ხელმძღვანელობდა აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა.

მონაწილე მოსწავლეთაგან შესაბამის წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

  • I ადგილი - დაჩი დიასამიძე (მე-11 კლასი);
  • II ადგილი - ნიკა ნათიძე (მე-10 კლასი);
  • III ადგილი - მირზა სურმანიძე (მე-12 კლასი).

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლა ულოცავს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს გამარჯვებულ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203