შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
07-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და აქტივობას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში სპორტის მასწავლებელ ჯემალი ჯოხაძის ხელმძღვანელობით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

თამაში როგორც სკოლაში გვიყვებიან, შიდასასკოლო ჩემპიონატის სტატუსს ატარებდა, სადაც ერთმანეთს მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი „მერცხალი“ და „შევარდენი“ შეეჯიბრა.

შეჯიბრებამ, როგორც სკოლაში ამბობენ, ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა და გუნდ „შევარდენის“ გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა - ზურაბ ნეფარიძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდის წევრები და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203