
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა სოსელია და მარიამ სურგულაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების წამახალისებელი საჩუქრი ოზურგეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოზურგეთის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ლელა იმედაშვილმა გადასცეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელებენ განათლების მიღება.
„მინდა მივულოცოთ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - თეკლა სოსელიას, მარიამ სურგულაძეს, მათ პედაგოგებს და მშობლებს ღირსეული წარმატება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: