ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობაში, სასკოლო პირად პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
07-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მძლეოსნობაში საშემოდგომო სასკოლო პირად პირველობაზე, წარმატება მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ჩაატარა, რომელსაც ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც საბრძოლო განწყობითა და დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

მე-11 კლასის მოსწავლემ - ალექსანდრე ბარამიძემ კი, 2007-2008 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის სამი ჯილდო აიღო.

I ადგილი - 100 მეტრზე სირბილში;

II ადგილი - სიგრძეზე ხტომაში;

III ადგილი - ბირთვის კვრაში.

მე-9 კლასის მოსწავლემ - ნოდარ გიორგაძემ კი, 2009-2010 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა - 100 მეტრზე სირბილში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203