ჩაქვის N1 სკოლისა და აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს
07-11-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვასა და ჩაქვის N1 სკოლების მეცხრეკლასელებმა ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და ერთმანეთს, ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. 

ამხანაგური შეხვედრა, სკოლებს შორის ჯანსაღ თანამშრომლობასა და მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ჩაქვის N1 სკოლასა და აჭყვას საჯარო სკოლაში, თანამშრომლობით გარემოს, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო ინიციატივების წამოწყებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203