„სიკეთის კეთებით სვლა ბედნიერების გამამრავლებელია“ - ბათუმის N8 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სათნოების სავანეს ესტუმრნენ
07-11-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მასწავლებელ მაია ჩაგანავას სადამრიგებლო მე-10 კლასის მოსწავლეები ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში იმყოფებოდნენ. მათ ბენეფიციარები მოინახულეს, მათთან დრო სასიამოვნოდ გაატრეს, სხვადასხვა თემაზე ესაუბრნენ და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

„ჩვენი შეხვედრის მიზანი მათი მონახულება და მომავალ თაობაში უფროსებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გაღვივებაა. ხვალინდელ დღესთან შეხვედრაა...თანაგრძნობა, თანალმობა და ერთმანეთისათვის ხელის შეშველება ადამიანის სულის საზრდოა და მომავალი თაობა ადრიდანვე უნდა ასიგრძეგანებდეს ამ ყოველივეს. „სიკეთე გადამდებია“ და სიკეთის კეთებით ცხოვრების გზით სვლა ბედნიერების გამამრავლებელია“,- აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი მაია ჩაგანავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203