მარნეულის N6 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების როლები მოირგეს
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების შრომასა და მომავალი თაობის განვითარების საქმეში არსებულ წვლილს ძალიან აფასებს. ამიტომაც, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
გაიმართა აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების როლები მოირგეს. მათ ამით საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, პატივისცემა დაუდასტურეს და ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ უფრო გაულამაზეს.
„სკოლა გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და გისურვებთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას“,- აღნიშნავდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: