მარნეულის N6 სკოლის IV კლასის მოსწავლე ანდრია მიშველიძემ ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში პირველი ადგილი დაიკავა
07-11-2023
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
IV კლასის მოსწავლე ანდრია მიშველიძე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში - „ოქროს მუზა 2023“ მონაწილეობდა, მან შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
აღსანიშვია, რომ ის ბეჯითი, მონდომებული მოსწავლეა. სკოლაში ანდრია მიშველიძის წარმატება ახარებთ, ულოცავენ და მომავალშიც არაერთი მიზნის მიღწევას უსურვებენ.
„ვულოცავთ ანდრიას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს