
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის პროექტსა თუ ინიციატივაში.
ამჯერად, მოსწავლეებმა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, საინტერესო პლაკატები დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.
როგორც მათი პედაგოგი - ეკა რუაძე აღნიშნავს, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მუშაობდნენ აქტივობაზე, რისთვისაც მათ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
„ეს ის მოტივირებული და ენერგიული ბავშვები არიან, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებში. ისეთი მონდომებით და ხალისით მუშაობენ, რომ მე, როგორც პედაგოგს, მოტივაციას მაძლევენ - მუდმივად მქონდეს მათთან მუშაობის სურვილი. მადლობა, ბავშვებს ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის. მიყვარხართ ყველა!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: