
გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ.
„პატარძეულის სკოლას ამჟამადაც ბევრი აქვს საამაყო - დამსახურებული ჯილდო ჩვენს მოსწავლეებს! გილოცავთ, ჩემო საყვარელო ბავშვებო, თქვენს პედაგოგებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ამ წარმატებაში, ამიტომ მადლობა მათ! თქვენი კი კვლავაც ძველებურად მჯერა და მეამაყებით!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: