უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს 
07-11-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში აქტიური, მონდომებული, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი მინი ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობდა. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.

სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ, ამაყობენ და ულოცავენ. 

„კიდევ ერთხელ გვასახელეს უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203