ბათუმის N30 სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებენ. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით,
VIIIა კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - HAPPY TEACHER'S DAY მოამზადეს. მათ უცხო ენის ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მონდომებით იმუშავეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აქტოვობით მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პატივისცემა დაუდასტურეს და ყველაფრითვის მადლობა გადაუხადეს. მათ პედადოგი ირინე გუნდაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: