
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
31 ოქტომბერს, სკოლის ბიბლიოთეკაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ პირველი ეტაპი ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება მოიპოვა VIII ა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარმა გუნდმა. ისინი ფინალში მეორე ეტაპზე გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან. მეორე ეტაპი 7 ნოემბერს X და XI კლასებს შორის ჩატარდება.
ინტელექტუალური თამაშები სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: