წყალტუბოს N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს 
07-11-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს. 

მოსწავლეებს მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატებზე და მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრა მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ წარიმართა სხვადასხვა აქტივობა - „პოეზიის 5 წუთი“, არაკები, დაჩის ზღაპრები. მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და ხალისით კითხულობდნენ მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203