კიზილქილისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა
07-11-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში, ეროვნული დღეები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, გამონაკლისი არც მასწავლებლის დღე ყოფილა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, IV კლასში, ორენოვანი (სომხურ-ქართული) ღონისძიება ჩატარდა, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის კოორდინატორი - თ. ვოსკანიანი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და საყვარელ პედაგოგებს, მასწავლებლის დღე ემოციური სიტყითა და შთამბეჭდავი სანახაობით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203