
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
5 ნოემბერს, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVგ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი ლია ციბაძე და მუსიკის მასწავლებელი იამზე წულუკიძე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებისთვის მეტად დასამახსოვრებელი დღე იყო. ისინი ყურადღებით ისმენდნენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც მათ მუზეუმის თანამშრომლებმა მიაწოდეს.
მშობლებისათვის, პედაგოგებისათვის პატარებმა მონდომებით გაიხსენეს იაკობის ცხოვრების ეპიზოდები, ასევე, წაიკითხეს და სიმღერით მოეფერნენ უკვდავ დედაენას.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა და დაუვიწყარი დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში.
იხილეთ ფოტოები: