წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება
07-11-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მათი ჩართულობით სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

I კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ეთო კაპანაძის ხელმძღვანელობითა და მშობელთა ჩართულობით, ღია ცის ქვეშ ღონისძიება - „შემოდგომა სოფელში“ მოაწყვეს.  

საშემოდგომო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სიმღერები, ლექსები და მინი-სპექტაკლი შესანიშნავად წარადგინეს. 

მათ ასევე „შემოდომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.

„ბოლოს კი ჩვენმა პატარებმა პირიც ჩაიტკბარუნეს შემოდგომის ნობათით“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეები აღნიშნულ დღეს ასევე ქართულ ტრადიციულ საკრავებს, ჭურჭელს, სასოფლო საქმიანობისთვის საჭირო ხელსაწყოებს გაეცნენ.

„შემოდგომა - წელიწადის ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ვალდებული არიან ერთმანეთს სული გაუთბონ გრძნობებითა და სიტყვებით და მაშინ არანაირი მოსალოდნელი სიცივე საშიში აღარ იქნება!“, - ასე ახასიათებენ შემოდგომას სკოლაში.

სკოლა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203