
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა?სად?როდის?“.
თამაშში საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასი მონაწილეობდა.
გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადასცა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ლუკა ტყავლაძემ. სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გამარჯვებულ გუნდებს მიულოცა გამარჯვება და წარმატებები უსურვა.
დღემ წარმატებულად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: