„შემოდგომა“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გამოფენა გაიმართა
07-11-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საშემოდგომო აქტივობები გაიმართა.

ხელოვნების მასწავლებლის ინგა გრძელიძის ხელმძღვანელობით, სკოლის მასშტაბით, თემატური გამოფენა- „შემოდგომა“ მოეწყო. ნამუშევრები მოსწავლეებმა ბუნებაზე დაკვირვების შედეგად შექმნეს.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალა გამოიყენეს და ისინი გამოსახულებებად აქციეს. მათ აქტივობები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით განახორციელეს. მესამეკლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შემოდგომა არამარტო მასალას იძლევა შემოქმედებისათვის, არამეტ იდეების წყაროცაა...
ბედნიერებაა, როცა ისეთი პროფესიონალი ასწავლის ბავშვებს, როგორიც ინგა გრძელიძეა. ბედნიერებაა ასეთი მერცხლები რომ გყავს, ნიჭიერები, თბილები, საყვარლები. წარმატებები, ჩვენო ძვირფასებო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203