ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე პლაკატი შექმენს
07-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეები კი, პედაგოგების ხელმძღვანელობით, განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ახორციელებენ. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე მონდომებით იმუშავეს. მათ რთველის შესახებ პლაკატი დაამზადეს.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესოდ ისაუბრეს. მათი ნამუშევარი შემოქმედებითად დატვირთული იყო.