ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯის პროფესორმა ლექცია წაიკითხა
17-05-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯის პროფესორმა, ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა.
ლექციას ძირითადად დისკუსიის სახე ჰქონდა, რომელიც ნაპოლეონის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამხედრო კამპანიებს ეხებოდა. ალექსანდრე მიქაბერიძემ ლექციის მსვლელობისას ასევე მიმოიხილა ერეკლე მეფისა და დავით აღმაშენებლის მიერ წარმოებული ბრძოლები.
ალექსანდრე მიქაბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა პროფესორი შრევეპორტში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მან დაწერა და რედაქტირება გაუკეთა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის ოცამდე წიგნს. იგი ასევე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სამხედრო ისტორიის ისეთი ცნობილი სახელმძღვანელოს შედგენაში როგორიცაა „საბრძოლო მოქმედებების ისტორია, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის გამოცემა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს