„ჩემი თავგადასავალი“- ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნი შექმნეს
07-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.
ამ მიზნით კი, სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნი - „ჩემი თავგადასავალი“ შექმნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, იმუშავეს და საინტერესო რესურსი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათი ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.