„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - ბენარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კონკურსი ჩატარდა
07-11-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ გარემოსდაცვით ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ბუნებისმეტყველების პედადოგმა, სვეტლანა ბოჩიკაშვილმა, მე-6 კლასის მოსწავლეებთან კონკურსი თემაზე - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩაატარა.

„ვიცით შემოდგომას მოჰყვება ფოთოლცვენა, მოსახლეობა კი გაუთვითცნობიერებლად ფოთლებს წვავს, ეს კი გარემოს დაბინძურებას იწვევს. სწორედ ეს მომენტი ასახებ მოსწავლეებმა ასფალტზე ცარცით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

კონკურსზე გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფიც, რომელმაც დავალება შესანიშნავად შეასრულა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203