ქუთაისის N12 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების შესწავლისას საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე იმუშავეს 
07-11-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მოსწავლეები შემოქმედებით დავალებებს დიდი ინტერესით უდგებიან და ხალისით ასრულებენ. მასწავლებლები კი მათ მრავალფეროვნებით ანებივრებენ. 

სკოლის მე - 5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის შესრულებული კომპლექსური დავალებები. 

კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მაკეტები და პლაკატები. ბავშვებმა არსებული ცოდნა განიმტკიცეს და ბევრი ახალი ინფორმაციაც შეიძინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203