ოროჯალარის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა
07-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-4 კლასში ღონისძიება ჩატარდა, სადაც მეოთხეკლასელებმა სიმღერებით, ლექსებითა და ლამაზი ცეკვებით მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე.

ამ დღეს, ბავშვებმა ასევე პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების ორგანიზატორი მე-4 კლასის დამრიგებელი ერანაკ სოღოიანი იყო მუსიკალურ გაფორმებაზე კი მასწავლებელმა არეგნაზ მკრტჩიანმა იზრუნა

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშილის დაბასდების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203