ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე მრავალფეროვანი საზეიმო და საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
07-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - გიორგი ამილახვარის ინიციატივით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე და მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მოსწავლეებმა  შექმნეს პოსტერები და პლაკატები, ნახატები, ღია ბარათები, ჩანახატი, ესე, წაიკითხეს ლექსები, სწორედ ამ დღისთვის მასწავლებლებს მიუძღვნა საკუთარი ლექსი VII კლასის მოსწავლე სესილი ყურშუბაძემ. ჩატარდა საკლასო ღონისძიებები და გასვლითი  საგანმანათლებლო ღონისძიებები ბათუმის გალერეაში, არქეოლოგიურ მუზეუმსა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

X-XII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გაკვეთილები - „ერთი დღე მასწავლებლის როლში“.

ღონისძიებაში ჩართულ ყველა კლასს გადაეცა წამახალისებელი სიგელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203