ყვარლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზია ბაიდოშვილი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
07-11-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ბაიდოშვილია. მისი ხელმძღვანელობით, მასწავლებლებს არერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქალაქის მერიის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდა, სადაც მადლობის სიგელი და საჩუქარები 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებულ პედაგოგებს გადაეცათ. მათ შორის იყო მზია ბაიდოშვილიც.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„დირექცია ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მზია ბაიდოშვილს, წლის წარმატებული პედაგოგის წოდებას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203