„აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“- მრავალფეროვანი კვირეული აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველ კლასში
07-11-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო კვირეული ჩატარდა, რომელიც პატარებისთვის მასწავლებელმა დაუვიწყარ დღეებად აქცია. 

კვირეულის თემა იყო - „აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“. კვირეულის ფარგლებში აქტივობები დამრიგებელის - თეა მაქაცარიას თაოსნობით გაიმართა.

შთამბეჭდავი იყო საზეიმო გაკვეთილი, რომლის ორ მომქმედ გმირს „ი„ და „ა“ ერქვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გააფერადეს სურათები და ასო-ბგერები - „ა“ და „ი“ ლამაზად გამოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პატარა მოსწავლეებს მოთხრობები მასწავლებელმაც წაუკითხა. 

„საინტერესო კვირეული ჩატარდა, რომელიც დაუვიწყარ დღეებად იქცა. კლასი საზეიმოდ მორთული იყო მოსწავლეების ნამუშევრებით, ბუშტებითა და ყვავილებით.
გვჯერა, ეს კვირეული მათთვის დაუვიწყარი იქნება. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის დამრიგებელს - თეა მაქაცარიას საინტერესო და ლამაზი კვირეულისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203