სენაკის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
07-11-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

1-ელ კლასში მასწავლებელმა - შორენა ნოდიამ ეს დღე მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია. მან კლასში დაგეგმა და განახორციელა საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ისინი ახალ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას მონდომებით ცდილობდნენ.

„მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ მოხდა „ი“ და „ა“ ასო-ბგერა ანბანში. ამბის გასაგებად უნდა გამოეცნოთ გამოცანა, რომელსაც თავი ადვილად გაართვეს. შემდეგ მათ ესტუმრათ საჰაერო ბუშტის ძვირფასი სტუმრები „ა“  და „ი“ ასო-ბგერები. ბავშვებმა მას უმღერის და ლექსები მიუძღვნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილზე პირველკლასელებმა ასევე „დედაენაზე“ საინტერესო ამონარიდები და გამონათქვამები წაიკითხეს. მათ ასევე დაურიგდათ მისალოცი ბარათები, რის შემდგომაც ანბანით  „ია“ ააწყვეს. ბოლოს კი როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

აქტივობებმა ისინი გაახალისა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

აღსანიშნაია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203