ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
07-11-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშსა და შეჯიბრებაში მონდომებით მონაწილეობენ. მათ წახალისებასა და მოტივაცის ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, სკოლის დირექტორმა გიორგი გობეჯიშვილმა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადასცა. მან დიპლომებით სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული სამი გუნდი:  „ელვა“ (III-V კლასები), „დაუმარცხებელი“ (VI-VIII კლასები), „ლოტუსი“ (IX-XII კლასები) დააჯილდოვა.

ასევე მიღწეული წარმატებისთვის დიპლომი „ტვინების ჭადრაკში“ გამარჯვებულ მე-7 კლასელ სესილი გამგებელსაც გადაეცა.

„ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს აღსაზრდელებს და წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის შემდეგ ეტაპებზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საქალაქო ჩემპიონატში, რომელიც 26 ნოემბერს 45 ქალაქში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თითო გუნდი ხუთი მონაწილისგან შედგება. მათ თამაშის განმავლობაში 15 შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი. მოსწავლეებს მოსაფიქრებლად 90 წამი ეძლევათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203