საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
07-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

გიმნაზიის წმიდა ილია მართლის სახელობის V კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი მზაღო ნოძაძეა, ამ დღესთან დაკავშირებით, ციკლიდან „ქართველი მწერლები“ საინტერესო პროექტი მოამზადეს.

პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებმა გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში გამართეს, სადაც ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გააცნეს. მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

პროექტის ბოლო აქტივობა „სასწავლო გაჩერება“ იყო, რომლის ფარგლებშიც, ბავშვები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი დიდი ინტერესითა და ყურადღებით დაათვალიერეს, ისინი უფრო ახლოს გაეცნენ მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, განიმტკიცეს ცოდნა მისი ბიოგრაფიის შესახებ.

„მეხუთეკლასელებმა პატივი მიაგეს დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას და მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები და ექსკურსიები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203