სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ჰასეგავა ტომონორი ესტუმრა
16-05-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ჰასეგავა ტომონორი ესტუმრა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ინდირა ძაგანია ესწრებოდა.

რექტორმა ჰასეგავას ტომონორის გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება და მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ესაუბრა. ასევე მას ცნობილი ქართველი სპორტსმენი და უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორთაბრძოლებში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ამირან ბიწაძე წარუდგინა, რომელიც წლების განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა და ასპარეზობდა.

სტუმარმა მოიწონა საქმიანობა და მიმართულებები, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ახლა ყალიბდება. საუბარში გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და მხარეები სამომავლო, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტი სააქტო დარბაზში, სტუდენტებთან შეხვედრით გაგრძელდა. ბატონმა ჰასეგავამ სტუდენტებთან ისაუბრა იაპონიის ისტორიასა და გეოგრაფიაზე, კულტურასა და ადათ-წესებზე და სტუდენტების მიერ დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

პრეზენტაციის დასასრულ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ჰასეგავა ტომონორისთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203