საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში აქტიურად ერთვებიან.

გამონაკლისი, არც ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ყოფილა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, სკოლამ „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ლოკალურად ჩაატარა.

შიდასასკოლო ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებული გუნდები აზროვნების სისხარტითა და ლოგიკური მსჯელობით გამოირჩეოდნენ.

 I - ასაკობრივი გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • V „მოაზროვნეები“ - I ადგილი;
  • V   „გენიოსები“ - II ადგილი;
  • IV „ვარსკვლავები“ - III ადგილი.

 II ასაკობრივი გუნდები:

  • VIII  „უნიკალურები“ - I ადგილი ;
  • VIII  „პირველიმერცხალი“ - II ადგილი;
  • გუნდი - III ადგილი.

III ასაკობრივი გუნდები:

  • X „გალაქტიკო“ - I ადგილი;
  • XI „ფავები“ - II ადგილი;
  • IX „ირმის ნახტომი“ - III ადგილი. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის შემოდგომის სეზონის პირველი ეტაპი 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. 

„შიდასასკოლო ჩემპიონატების“ სერიაში ჩართულია კერძო და საჯარო სკოლები.

გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს „ბრეინსის“ ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გადაეცემათ.

ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 ნოემბერს 45 ქალაქში გაიმართება.

„ტვინიკოსთა“ შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.

„წარმატებები ნიჭიერ პრეტენდენტებს“ - ასეთი შემართებით გულშემატკივრობენ პედაგოგები მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203