არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეზო, დაფინასებული პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო
07-11-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა ჩართულია ევროპის საბჭოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“. პროექტის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო აქტივობები.

„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი სკოლის ეზოს კეთილმოწყობის მიზნით.

დირექტორი - მაია სიმონიძე მადლობას უხდის ევროპის საბჭოს და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საუკეთესო გუნდს ასეთი შესაძლებლობისთვის. ასევე არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ უკეთესი მომავლისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203