აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს 
06-11-2023

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

სკოლაში, პედაგოგმა პირველკლასელებს „აი იას-სშემობრძანება შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ დღედ უქცია. პედაგოგმა-თეა
გაბისკირიამ ბავშვებისთვის საკლასო ოთახი საზეიმოდ მორთო და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ისინი ყურადღებითა და ინტერესით აკვირდებოდნენ ახალ ასო-ბგერებს და მათ მოხაზვას თავადაც დიდი მონდომებით ცდილობდნენ. მასწავლებელმა გაკვეთილზე ასევე ისაუბრა ანბანის წარმოშობასა და დედაენის შესახებ. მას ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და დაჭრეს საზეიმო ტორტი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203