ქვედა საქარის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ინტელექტუალური კონკურსის პირველ ეტაპში VIII კლასის მოსწავლე გიორგი ლილუაშვილი და IX კლასის მოსწავლე ნინი ორახელაშვილი მონაწილეობდნენ. ისინი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: