კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მარი გიორგიძესა და ქეთევან ჭუმბაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი სიგელები მიენიჭათ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდა.
X კლასის მოსწავლეებმა - მარი გიორგიძემ და ქეთევან ჭუმბაძემ კონკურსის პირველ ეტაპში „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: