ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო სასწავლო პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
06-11-2023

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის  XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, საინფორმაციო სასწავლო პროექტის - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ , ფარგლებში, მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს, ტრენერი - არჩილ ბლიაძე ესაუბრა. 

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებზე და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეებისთვის ტრენინგი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203