წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ - ჯანდარას საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
06-11-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად, ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

​ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა - აშრაფ ალაზოვმა წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203