კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით მონაწილეობდნენ 
06-11-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით აქტივობასა და შეჯიბრში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი პროგრამით გათვალისწინებულ, ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს ჩატარდა.

აღნიშნული თამაში, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუში გაიმართა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აჭარის ინტელექტ-კლუბმა განახორციელა. პირველი ჯგუფიში, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც პირველი ადგილის მფობელები გახდნენ.

საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მათი წარმატებით ამაყობენ.

„გილოცავთ გიმნაზიელებო, ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების“, - აღნიშნავენ საგანმანათლებლო მართლმადიდებლურს ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203