ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
07-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგმა - თამრიკო ვაშალომიძემ იზრუნა. 

„მრავალი საუკუნის წინათ შეიქმნა ქართული ანბანი, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ მამულსა და სარწმუნოებასთან ერთად საუნჯე უწოდა. სწორედ ამ „საუნჯის“ შესწავლა დაიწყეს ჩვენმა პატარებმა.

ქართული ანბანის სიყვარულით იყო შთაგონებული 1-ლი კლასის მასწავლებლის - თამრიკო ვაშალომიძის საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი“,- გვიყვებიან სკოლაში.

სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა მშობელთა ჩართულობა და შესაბამისად მორთული გარემო.

„წარმატებები თამრიკო მასწავლებელს თავის აღსაზრდელებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203